ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, ერთ-ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა

იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, ერთ-ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა.

შემთხვევის დროს პალატაში ოთხი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ თვითმხილველებმა ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

მომხდარის გამო პაციენტების უკმაყოფილო მშობლებმა კლინიკაში პოლიცია გამოიძახეს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, მომხდარის მიზეზი მოკვლევის შემდეგ დადგინდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები