ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სადარბაზოსთან მაშველები განათებას ამონტაჟებენ.
შემთხვევის ადგილთან ახლოს მაშველებისთვის სამხედრო კარავია გაშლილი.
ნანგრევებთან სამძებრო სამუშაოები უკვე 7 საათია გრძელდება, სავარაუდოდ, სახლის ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო დღეს, დაახლოებით 11:00 საათისთვის, მოულოდნელად ჩამოინგრა.
განიხილება სახლის ჩამონგრევის რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.