წოწერია – პაპუაშვილის წარდგენილ ვიდეოზე: ესაა სავარაუდო ფაქტი ბიულეტენების მოპარვის
ესაა სავარაუდო ფაქტი ბიულეტენების მოპარვის, – ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია შალვა პაპუაშვილის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ ვიდეოს, სადაც ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში, ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი ფიქსირდება.
„ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ეს რა თქმა უნდა, არის სამართალდამცველების გამოსაკვლევი. უნდა დადგინდეს თუ რა დოკუმენტს ითვისებს მალულად ეს პიროვნება. აქედან გამომდინარე ამ ქმედებას სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, – აღნიშნა წოწერიამ.
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე წარმოადგინა ვიდეო, სადაც ჩანს სოფიკო ჩვამანია – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სავარაუდოდ ბიულეტინებს იპარავს.