ფონდი “იალქანი” ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დახმარებას სთავაზობს

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ადამიანებს საქველმოქმედო ფონდი “იალქანი” დახმარებას სთავაზობს და სპეციალური შტაბების მისამართებს აქვეყნებს.

“კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, ფონდმა “იალქანმა” გახსნა შტაბი ქ.ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა 32ა და ჭავჭავაძის ქ.27 ნომრებში,სადაც შესაძლებელი იქნება ცხელი საკვების მიღება, 24 სთ-იანი ფსიქოლოგის და ექთნის მომსახურება. გვაქვს ფართი სადაც მოთავსდება 10 ადამიანი და რეზერვში გვაქვს 2 ბინა, სადაც დროებით მოხერხდება დაზარალებულთა განთავსება.

ფუნქციონირებს ცხელი ხაზის ნომრები 595 420723 ,599330114 და 574240707

დახმარების მსურველებისთვის საქართველოს ბანკის ანგარიში:
🟧 GE55BG0000000588221400″, – წერია ფონდის “ფეისბუქის”  გვერდზე.

მანამდე კი სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდნენ დახმარების მსურველი ადამიანები.

“ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხმარებელი ნათია სირაბაძე საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს სადაც წერს, რომ მზად არის ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს  შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს.

მეგობრებო, უსახლოდ დარჩენილ დაზარალებულებს ალბათ მერია გადაიყვანს სასტუმროებში, მაგრამ თუ რაიმე პროდუქტი/ნივთი/მედიკამენტი/ტრანსპორტირება სჭირდებათ, გავვერთიანდეთ და დავეხმაროთ… ღმერთით მაშველები ყველას გადაარჩენენ, მანამდე რამე გავაკეთოთ მანამდე. 🙁 რამეს თუ მოიფიქრებთ, თქვენთან ვარ 591010104″, – წერს სირაბაძე.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები