ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისას მოყოლილებს ახლობლები ეძებენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი სატელეფონო კომუნიკაციის დამყარებას მათთან უშედეგოდ ცდილობენ.
“ნანგრევებში იმყოფებიან დედა, 2 ბავშვი და მისი მაზლი, 4 ადამიანი, მეოთხე სართულზე. ჩემი რძალი ელაპარაკებოდა, გაწყდა კავშირი და შემდეგ ვეღარ დაურეკა. ერთი ბავშვი არის მეორე კლასელი, როგორც მე ვიცი და მეორე არის 2 წლის,” – განაცხადა ადგილობრივმა.
მათივე თქმით, ნანგრევებში 81 წლის ქალიც იმყოფება.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.
ნანგრევებში 15-მდე ადამიანია მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.