ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის თქმით, ლიფტის მიშენებაზე ყველას ხელი აქვს მოწერილი

ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის განცხადებით, კორპუსზე დაშენებაც და ლიფტიც შესაბამისი ნებართვების საფუძველზე მოხდა და ვერსია, რომ ნგრევა სწორედ ამან გამოწივია, გამოირიცხება.

“ავარიულობის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს და არ ყოფილა საჩივარი. 12 ადამიანი არის ნანგრევებში მომწყვდეული. ლიფტის მიშენების თაობაზე მე რამდენადაც ვიცი ყველას ხელი აქვს მოწერილი. ოქმზე ხელი აქვთ მოწერილი,” – განაცხადა ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, დღეს დილით, 11:00 საათისთვის ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორსპუსის ნაწილი ჩამოიშალა. ადგილზე ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები