ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე აცხადებს, რომ 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში, დაახლოებით, 8 ადამიანს ეძებენ.
მისივე თქმით, ჩამონგრეულ ნაწილში დაახლოებით 12 ოჯახი ცხოვრობდა.
„ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანებისა სამსახურში. ასე, რომ 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში”, – განუცხადა ლელა სურმანიძემ „ბათუმელებს“.
სურმანიძის თქმით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა. მე-6-მე-7 სართულზე კი მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.