ქვახვრელში მტკვარმა ადამიანის ცხედარი გამორიყა
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელთან, ცოტა ხნის წინ, მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არ არის. ადგილობრივების თქმით, ცხედარი ერთ-ერთმა მწყემსმა შენიშნა და სამაშველო სამსახური გამოიძახა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.
დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. “კვირა” დეტალებს არკვევს.