ბავშვების ხმა ესმოდათ მაშველებს – ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებში ბავშვებიც არიან მოყოლილები.
სამაშველო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს, მათ შორის ავტოკიბითაც.
“მე არ ვიყავი სახლში, აქვე ვცხოვრობ გვერდზე კორპუსში. არ ვიცი რამდენი ადამიანია მოყოლილი. წეღან ბავშვების ხმა ესმოდათ მაშველებს, დაგვეხმარეთო. პირველ სართულზე მოქმედი სალონი იყო, რემონტი მიმდინარეობდა იქ. მეტი არაფერი ვიცი, როგორც გავიგე მხოლოდ 2 ადამიანი ყავთ გამოყვანილი ჯერ”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო ეკიპაჟებია მობილიზებული.