ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსი: დამატებითი ძალების მობილიზება ხდება მეზობელი რეგიონებიდან

ბათუმის საპატრულო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ამ წუთებში ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოსაყვანად.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში

ჩამონგრეულია სადარბაზოს ერთი ნაწილი, ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ეხლა მიმდინარეობს აქტიური სამაშველო-საძიებო სამუშაოები, რაშიც ჩართულია როგორც სამაშველო, ასევე პოლციიის თანამშრომლები, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. მობილიზება ხდება მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ძალების. მობილიზებულია სპეცტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე, რომლითაც ხდება დაშავებულების აღმოჩენა და მათი ევაკუაცია უსაფრთხოდ”, – აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები