“შემიძლია სუნთქვა” – ნანაგრევებიდან ადამიანების ხმა ისმის
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, 12 ოჯახი ცხოვრობდა.
ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.
„შემიძლია სუნთქვა“ – ადგილზე მყოფმა მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ხმა გაიგეს.
ერთ-ერთი მაშველი გავიდა კონტაქტზე ნანგრევებს შორის მოყოლილ პირთან. მაშველის კითხვაზე – „გესმის თუ არა ჩემი ხმა“ – კაცმა უპასუხა, რომ ესმის.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.