თელავში 60 წლამდე კაცი მშენებარე შენობის მეორე სართულიდან გადმოვარდა

თელავში, 60 წლამდე ასაკის კაცი მშენებარე სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ის  საკუთარი მაღაზიის ეზოში მშენებარე სახლის მეორე სართულზე ასვლას ცდილობდა. ახლობლები ვარაუდობენ, რომ მას სიბნელეში ფეხი დაუცდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კაცი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, დაშავებულის მდგომარეობა რთულია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მაშველები. მიმდინარეობს მომხდარის მოკვლევა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები