გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე პირველადი გადამუშავების პროდუქტი – 0,12მ3 წიწვოვანი სახეობის ფიცარი, ფარულად იყო განთავსებული.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანა დაილუქა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.