სენაკში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, შემთხვევა რამოდენიმე საათის წინ მოხდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ექვს სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სოფელ ნორისის რწმუნებულის გოგა ქორიძის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს შესაბამის დახმარებას მუნიციპალიტეტის მერია გაუწევს .

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები