ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 4 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე, გათავისუფლებულია.

სუსის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, საოკუპაციო ძალებთან ინტენსიური მუშაობა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით მოქმედი “ცხელი ხაზის” გამოყენებით მიმდინარეობდა.

პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.ცნობისთვის, 4 ოქტომბერს საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტები საქართველოს 4 მოქალაქეს დაედევნენ. ოკუპანტებმა 2 მათგანის აყვანა მოახერხეს, ერთმა გაქცევა მოასწრო, ერთი კი ხევში გადავარდა და დაშავდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები