ომარ ტაკიძემ შუახევის დამსახურებულ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მასწავლებელთა პროფესიული დღე ნანა ვასაძეს და სოფიკო ბრეგვაძეს მიულოცა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შეასახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ნანა ვასაძე ინგლისური ენის მასწავლებელია ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში. სოფიკო ბრეგვაძე რუსულ ენას ასწავლის ხაბელაშვილებისა და ცხემლისის საჯარო სკოლებში. ორივე მათგანი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქვეპროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ახორციელებენ პეგადოგიურ საქმიანობას. მინიჭებული აქვთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
მოსწავლე – ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეს ემსახურებიან გულმოდგინედ და შესაშური ენერგიით. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, ისინი არაფორმალურ განათლებასაც ეწევიან. მათი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში.
ომარ ტაკიძესთან ერთად პროფესიული დღე მასწავლებლებს, მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ, რესურსცენტრის დირექტორმა ედუარდ გოგრაჭაძემ და პროფკავშირების შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარიძემ მიულოცა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.