სოფელ პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს სამშენებლო სამუშაოებს იმ სოფლებში, სადაც წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა.

ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში. სამუშაოების ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილდენი, წყლის სათავე ნაგებობები, სატუმბო სადგური, კორპუსების შიდა გაყვანილობა, დაგეგმილია მოსახლეობის  ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში  უწყლობით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება და 3000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 9 მილიონ ლარამდე მოხმარდება. პროექტის დასრულება 2023 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები