7 მ³ სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი – გორში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.
ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ილოზში, შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 7 მ³ სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული.
მათივე ინფორმაციით, მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა ოქმი და ავტომანქანა დაილუქა.