სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს. საქართველოს მოქალაქეებს ს.ა.-სა და გ.ა.-ს არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 68.34 გრამი) კუთვნილი ბარგით, მალულად შემოჰქონდათ, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 303,18 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 8 303,18 ლარით დაჯარიმდნენ.