ლაგოდეხის სოფელ კართუბანში სკვერი ეწყობა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში, დასასვენებელი სკვერის მოწყობა მალე დასრულდება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, სკვერი დეკორატიული და კაუჩუკის ფილებით მოპირკეთდება, დამონტაჟდება სკამები, საბავშვო ატრაქციონები, განლაგდება სანაგვე ურნები და განათდება დეკორატიული სანათებით.

დასასვენებელი რეკრეაციული სივრცის მოწყობა, სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში დაიგეგმა და ის როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 35 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები