ახალციხის საჯარო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 საჯარო და კერძო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ტრადიციულად პირველკლასელებს ახალ წიგნებთან ერთად, მერიისგან სასკოლო-საკანცელარიო ნაკრებიც გადაეცათ. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
“საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის განახლებისათვის მზადების პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, თანამშრომლებთან ერთად გაეცნო და პირველკლასელებს საჩუქრები გადასცა.
წელს ახალციხის მერიის საჩუქარს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 600-მდე პირველკლასელი მიიღებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველკლასელებისათვის, რომლებმაც პირველად შეაღეს დღეს სკოლის კარი.
წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე! “,- ნათქვამია ინფორმაციაში/