ახალციხის საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას და აღსაზრდელთა მიღების პროცესს მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი გაეცნენ.
გურამ მელიქიძემ პატარებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საბავშვო ბაღებს საკანცელარიო ნივთები, მეთოდური წიგნები და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები გადაეცა, მომუშავე პერსონალისთვის კი სპეციალური უნიფორმები დამზადდა. ასევე, ქალაქ ახალციხის №6 საბავშვო ბაღში ახალი სამზარეულო, ხოლო №3 საბავშვო ბაღში ახალი ცხელი წყლის სისტემა და სველი წერტილები მოეწყო.

საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები