ლაგოდეხის საჯარო სკოლებში და საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა სამუშაო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიზიტით დაიწყო.
ჯონდო მდივნიშვილმა, ლაგოდეხის №1 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება პირადად მიულოცა.
„გილოცავთ სასწავლო პროცესის, საკლასო სივრცეებში გაგრძელებას! ბუნებრივ გარემოში ცოდნის მიღება, ბავშვის სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. პედაგოგებს გისურვებთ, პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს, მოსწავლეებს და აღსაზრდელებს კი მონდომებას, სიბეჯითეს, ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს და გამარჯვებას!
განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებს, პირველი ნაბიჯები სკოლის ცხოვრებაში და წარმატებები ვუსურვო მათ.
მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის რეკომენდაციები. ყველამ ერთად გავაცნობიეროთ პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას” – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 25 საჯარო სკოლაში და 23 სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, სწავლა ონლაინ რეჟიმში, გაგრძელდა მუნიციპალიტეტში 3 საჯარო სკოლაში. ასევე, უახლოეს პერიოდში სააღმზრდელო პროცესი განახლდება რეაბილიტირებულ 8 საბავშო ბაგა ბაღში.
თითოეულ საჯარო დაწესებულებაში სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული. მოსწავლეები და აღსაზრდელები, თერმოსკრინინგი ყოველდღიურად ჩაუტარდება, პედაგოგები კი რეგულარულად გაივლიან სავალდებულო ტესტირებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები