სიღნაღში უკანონო ნადირობის მიმართულებით პრევენციული ღონისძიება გატარდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის მიმართულებით პრევენციული ღონისძიება გაატარეს.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის მიმდებარედ, ნეიმარის მინდორში, 1 ერთეული ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს და დალუქეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები