რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი
რუსთავში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 1 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქარხანაში ერთ-ერთი დანადგარი აფეთქდა, რასაც ადგილზე დასაქმებული 60-წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
თუ რამ გამოიწვია აფეთქება, ამ დროისთვის უცნობია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.