შუახევის დღის ცენტრში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით განახლდა

შუახევის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციის და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით განახლდა.

დღის ცენტრში არსებულ მდგომარეობას შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე გაეცნო და ბენეფიციარებს ახალის სასწავლო წელის დაწყება მიულოცა.
დღის ცენტში ბენეფიციარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, განვითარებისა და გართობისთვის, რათა თითოეულმა ბავშვმა მიიღოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სახვადასხვა მომსახურება. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ასევე ადაპტირებული ტრანსპორტით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები