შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა

დღეიდან, შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ბაღი აღჭურვილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით და შესაბამისი რესურსით. სანიტარია-ჰიგიენის მიმართულებით, საბავშვო ბაღების მონიტორინგს ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან ერთად, შესაბამისი სამსახური ყოველდღიურად განახორციელებს.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს, შუბნისა და მახალაკიძეების ბაგა-ბაღებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან, ნათელა გოგიტიძესთან ერთად გაეცნო და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები