ხაბუმეს ახლად აშენებულ სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის საკლასო ოთახებში განახლება ახლადაშენებულ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ სოფელ ხაბუმეს N3 საჯარო სკოლში მიულოცეს.
,,ხაბუმეს N3 საჯარო სკოლის შენობა ავარიული იყო და მოსწავლეებს მძიმე პირობებში უწევდათ სწავლა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ავარიული შენობის დემონტაჟი. დღეიდან მოსწავლეები სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლებაა. ამ მიმართულებით ჩვენ მუნიციპალიტეტში ავაშენეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ საჯარო სკოლებს, ასევე ვგეგმავთ ახალი სკოლების მშენებლობას“ – განაცხადა დათო გოგუამ.
ხაბუმეს N3 საჯარო სკოლის ახალი კორპუსი 60 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში ფუნქციონირებს8 საკლასო ოთახი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სასადილო ოთახი, სამედიცინო ოთახი, სამასწავლებლო, საპირფარეშოები. სკოლა სრულად აღჭურვილიაახალი ინვენტარით და სრულად ადაპტირებულიაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სკოლაში მოწყობილია თანამედროვე სტანდარტისღია სტადიონი. გარე ტერიტორიის ნაწილიმოპირკეთებულია ასფალტბეტონის საფარით. გარეტერიტორია შემოსაზღვრულია ბეტონისსაძირკველზე მოწყობილი ლითონის ღობით. პროექტის ღირებულება 1 214 000 ლარია.
სკოლაში სწავლა დაწყებით და საბაზო საფეხურზეხორციელდება. ხაბუმეს N3 საჯარო სკოლა აშენდა1916 წელს აგებული ისტორიული მნიშვნელობისნაგებობის ბაზაზე. აღნიშნული სკოლა ზუგდიდისმაზრაში პირველი ქართულენოვანი სასწავლებელიიყო.