მეწყერი მთაში და დატბორილი ბათუმი – აჭარაში სტიქიამ პრობლემები შექმნა
სტიქიამ აჭარის რეგიონში პრობლემები შექმნა.
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ადგილობრივები ზარალზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.
რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას – მეწყრული პროცესები ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში განვითარდა. დამეწყრილი გზები ინტენსიურად იწმინდება. მეწყერმა საფრთხე შეუქმნა 7 ოჯახს, რის გამოც საჭირო გახდა მათი დროებითი განსახლება.