ქუთაისში, სავაჭრო ცენტრში ხანძარია
ქუთაისში სავაჭრო ცენტრში “ქარვასლა” ხანძარია, შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ – ერთ მაღაზიაში გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი მაღაზიაში დანთებული სანთლიდან გაჩნდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.