2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში, მერის არჩევნები პირველივე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა მოიგო. გამარჯვებული არ გამოვლენილა არც 15 თვითმმართველ თემში და არაერთ მაჟორიტარულ ოლქში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ მეორე ტურებია.
როგორც წესი, მერისა და საკრებულოს მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მეოთხე შაბათს ტარდება და ამ შემთხვევაში სავარაუდოდ 30 ოქტომბერს ჩაინიშნება.
ვინ იქნება ბიულეტენზე?
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.
წინასწარი მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 14 თვითმმართველ თემში ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
გამონაკლისია თიანეთი, სადაც მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“
კანდიდატი დაუპირისპირდება.
სად ჩატარდება მეორე ტური?
წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური მოსალოდნელია:
• თბილისი
კახა კალაძე – „ქართული ოცნება“
ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობა“
• ბათუმი
არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“
გიორგი კირთაძე – „ნაციონალური მოძრაობა“
•ქუთაისი
იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“
ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“
•რუსთავი
ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება“
დავით კირკიტაძე – „ნაციონალური მოძრაობა“
• ფოთი
ბექა ვაჭარაძე – „ქართული ოცნება“
გიგი უგულავა – „ნაციონალური მოძრაობა“.
მეორე ტური ასევე მოსალოდნელია 59-დან 15 თვითმმართველ თემში: თიანეთში, თელავში, ქარელში, ხაშურში, ცაგერში, ბაღდათში, წყალტუბოში, ოზურგეთში, სენაკში, ხობში, მარტვილში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ხელვაჩაურში.