ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი ადგილობრივის – იმზარ მამედოვის საცხოვრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილობრივების თქმით, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა სახლის ეზოში მდგარი ერთი ავტომობილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ერთ-ერთი ვერსიით, ფაქტი სადავო ბიზნეს წილების გაყოფას უკავშირდება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 188-ე მუხლით მიმდინარეობს.