ოზურგეთში “ქართულმა ოცნებამ“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში 50%-ზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო
ოზურგეთში “ქართულმა ოცნებამ“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში 50% -ზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო.
შედეგად, პარტიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალ საკრებულოში მყარი უმრავლესობა ეყოლება.
წინასწარი მონაცემებით, 10 მაჟორიტარულ ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა:
ქალაქი ოზურგეთი – ნინო ნადირაშვილი, დავით მდინარაძე;
ვაკიჯვარი – ცხემლისხიდი – მთისპირი ვახტანგ ნიჟარაძე;
ლიხაური – მაკვანეთი – ჭანიეთი ბექა თოიძე;
ნატანები – თამაზ ტუღუში;
თხინვალი – კონჭკათი – მერია – ტარიელ აროშიძე;
ურეკი – შრომა დავით ჭაკნელიძე; ბაილეთი – სილაური – ჯუმათი პაატა კიღურაძე; ბახვი – დვაბზუ -მარიკა ჩხიკვიშვილი;
ბოხვაური – შემოქმედი – დაბა გომისმთა – ნუგზარ სარჯველაძე.
არჩევნების მეორე ტური გაიმართება 4 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ასევე, ლიდერობენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები:
ქალაქი ოზურგეთი – ლელა საჯაია; ლაითური – ნარუჯა – გიორგი ჩაგანავა;
გურიანთა – სოფელ ოზურგეთი – მელექედური – ნინო მახარაძე;
ასკანა – ნაგომარი – ძიმითი – ტიტე მგელაძე.
ასევე, წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სიით ”ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა 18 მანდატი. მაღალი ალბათობით კი არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ ქართული ოცნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამატებით 4 მანდატსაც მოიპოვებს, რითაც ჯამში საკრებულოს ორ მესამედს გააკონტროლებს.