გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველს მადლობას უხდის და მერობის კანდიდატებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის წევრი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს  და  სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველს მადლობას უხდის და კანდიდატებს გამარჯვებას ულოცავს.

ჩემო ბოლნისელებო, დმანისელეობო, თეთრწყაროელებო და წალკელებო უღრმესი მადლობა  ჩვენი გუნდის მხარდაჭერისთვის, ნდობისა და თანადგომისთვის.

ჩვენს სამაჟორიტარო ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატებს ვულოცავ დამაჯერებელ გამარჯვება.  ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები ამომრჩეველის ნდობას გაამართლებენ და განაგრძობენ მუნიციპალიტეტების განვითარებას.

ჩვენ, თქვენი ნდობა გვაძლიერებს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას ვიმოქმედოთ ,  იმისათვის, რომ გავამართლოთ თქვენი მოლოდინი.

ბოლნისი – დავით შერაზადიშვილი – 73.06%

დმანისი- კობა მურადაშვილი – 52.08%

თეთრიწყარო – გიორგი წიკლაური – 65.16%

წალკა – ილია საბაძე – 55.86%

ჩვენ, კვლავ  ერთად გავიმარჯვეთ”, – წერს გოგი მეშელიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები