ლევან ივანაშვილი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ქალაქის მერობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა. ლევან ივანაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ხმების თითქმის 90% მიიღო. მისი თქმით, ელოდებოდა მაღალ მხარდაჭერას, რადგან საჩხერეში “ქართული ოცნება” ყოველთვის დამაჯერებლად ლიდერობს.
