თელავის საკრებულოში უმრავლეობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა

თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, თელავის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, – ამის შესახებ „ქრონიკას“ თელავის მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის თელავის ყველა უბნის ხმები დათვლილია და მონაცემები ატვირთულია საიტზე. შესაბამისად, ყველა ოქმი არის საჯარო.

„თელავის საკრებულოში უმრავლესობით მოვიდა „ქართული ოცნება“, შემდეგ დიდი შემადგენლობით წარმოდგენილია „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე ბარიერი გადალახა „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიამ – დაახლოებით, ხმების 5% მოიპოვა მათმა პარტიამ და მერობის კანდიდატმაც“, – განაცხადა გაიპარაშვილმა.

მისი თქმით, სულ კომისიაში შესულია 7 საჩივარი, მათგან ერთი საარჩევნო უბნიდან 100-მეტრიანი დისტანციის დარღვევის ფაქტზე. გაიპარაშვილმა აღნიშნა, რომ შესული საჩივრები გავლენას არ იქონიებს შედეგებზე, რადგან პროცედურული ხასიათისაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები