მარნეულის 52-ე საარჩევნო უბანთან “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელი სავარაუდოდ ენმ-ს მხარდამჭერმა დაჭრა

მარნეულის 52-ე საარჩევნო უბანთან “ლეიბორისტული” პარტიის წევრი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა დაჭრა.

ინფორმაციას “რეგიონულ კვირას” ადგილობრივები უდასტურებენ. მათი თქმით, “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი უბანთან ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და სიტყვიერი დაპირისპირება ლეიბორისტული პარტიის წევრთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტს სსკ-ის 117-ე მუხლით იძიებენ და სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები