“სახლში შემომივარდნენ, ოთახში, დედაჩემს შეურაცხყოფა მიაყენეს, მე შეურაცხყოფა მომაყენეს” – ზუგდიდში ერთ-ერთი ოჯახი “ნაცმოძრაობისგან” ბოდიშის მოხდას ითხოვს

ზუგდიდში 107-ე საარჩევნო უბნის მოპირდაპირედ მცხოვრები ოჯახის განცხადებით, მათ სახლში “ნაცმოძრაობის” წევრები შეიჭრნენ. მათივე განმარტებით, ისინი მათ სახლში სიებს ეძებდნენ.

ოჯახის წევრები პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

“სახლში შემომივარდნენ, ოთახში, დედაჩემს შეურაცხყოფა მიაყენეს, მე შეურაცხყოფა მომაყენეს, ფურცლები მომეცითო. შემოვიდნენ და ოთახები დაიარეს. ეს პარტია, ის პარტია, “ოცნების” პარტია, ყველა ფეხებზე მკიდია,”- აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობაში” საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები