შალვა პაპუაშვილი: რუსთავში ჩასულები არიან მერაბიშვილი, შაშკინი, ხაბეიშვილი, ჩანკვეტაძე და შესაძლოა იქ გარკვეულ პროვოკაციებს

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

“ჯერჯერობით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს დღევანდელი არჩევნები, სულ ჩვენ დავაფიქსირეთ 9 ინცინდენტი. ცხრავე ამოწურულია, ყველა ინცინდენტი იყო სიტყვიერი შელაპარაკების დონეზე.

ენმ-ს მხარდამჭერების მობილიზება ხდება იქ, სადაც ისინი ხვდებიან, რომ აგებენ არჩევნებს. რუსთავში ჩასულები არიან მერაბიშვილი, შაშკინი, ხაბეიშვილი, ჩანკვეტაძე და შესაძლოა იქ გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი.

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ იყვნენ ინცინდენტებთან მიმართებაში თავშეკავებულები.

რუსთავში 41-ე საარჩევნო უბანზე ენმ-ს აქტივისტი 100 მეტრიან რადიუსში ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებდა, თელავში აღმოჩენილ იქნა ენმ-ს ამომრჩეველთა მოსყიდვის სია, ასეთივე სიაა აღმოჩენილი ოზურგეთში,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები