მარნეულში 52-ე საარჩევნო უბანთან “ლეიბორისტული პარტიის” წევრი დაჭრეს
მარნეულში, სოფელ დაშტაფას 52-ე საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის” წევრი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს.
დაჭრილი პირი მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.