ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი კანდიდატები დამაჯერებლად იმარჯვებენ, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ, ამ არჩევნებში, გადამწყვეტი მარცხი განიცადოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარტიაში არსებული ინფორმაციით, მმართველი ძალა ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს.

„ამ მომენტისთვის არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილსა და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ, ამ არჩევნებში, გადამწყვეტი მარცხი განიცადოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, აუცილებელია, ამომრჩეველმა მეტი აქტიურობა გამოიჩინოს, რადგან დღევანდელი დღე განსაზღვრავს საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

„გარდა ამისა, ეს არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური წყალგამყოფიცაა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუა ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები