“ნაცმოძრაობის” ოზურგეთის მერობის კანდიდატი “ოცნების” წარმომადგენლებს 26-ე საარჩევნო უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს 26-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. “ნაცმოძრაობის” ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ირაკლი ღლონტი  100 მეტრის დაშორებით მყოფ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდებდა, საარჩევნო უბანი დაეტოვებინათ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვნახე საარჩევნო უბანთან. მე მათ ვუთხარი, რომ კანონის მოთხოვნები ირღვეოდა და ძალიან მშვიდად მოვუწოდე, დაეტოვებინათ ტერიტორია. მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია როგორც ჩემი ასევე სხვა მოქალაქეთა აქტივობები“, – განაცხადა ღლონტმა.

აღნიშნულ ფაქტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ღლონტის მიზანი ადამიანებს შორის დაპირისპირება და ადგილზე მასკარადის შექმნაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები