თეა ახვლედიანი: მე ხმა მივეცი პირველ რიგში ჩვენი ხალხის და ქვეყნის ერთიანობას, მშვიდობის და სტაბილურობის განმტკიცებას
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #24 უბანზე დააფიქსირა.
„მე ხმა მივეცი პირველ რიგში ჩვენი ხალხის და ქვეყნის ერთიანობას, მშვიდობის და სტაბილურობის განმტკიცებას. ჩემი არჩევანია ჩვენი დედაქალაქის, ჩვენი ქვეყნის რეგიონების და სრულიად საქართველოს შეუქცევადი და მდგრადი განვითარება; წარმატებული მომავალი, სადაც დაცულია თითოეული მოქალაქის ღირსება და უფლებები და ყველა რეგიონში იქმნება ახალი შესაძლებლობები,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.