გოგი მეშველიანმა საკუთარი არჩევანი მამასთან ერთად დააფიქსირა
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა საკუთარი არჩევანი ქ. ბოლნისშ №4 საარჩევნო უბანზე გააკეთა. პარლამენტის წევრი, უბანზე მამასთან ერთად მივიდა.
როგორც გოგი მეშველიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მან ხმა მისცა ახალ შეუქცევად განვითარებას და სტაბილურობას.
„ბუნებრივია, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატებს, შესაბამისად მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენი მუნიციპალიტეტის მომავალ შეუქცევად განვითარებას.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა