რუსთავის მერი: ხმა მივეცი ახალ შესაძლებლობებს ჩვენს ქალაქში
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ საკუთარი არჩევანი პირველ საარჩევნო უბანზე გააკეთა. ქალაქის მერი უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
როგორც ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან ხმა ახალ შესაძლებლობებს მისცა და დარწმუნებულია, რომ მეორე ტური რუსთავში არ იქნება.
„განწყობა ისეთია და იმდენად დადებითი მუხტი აქვს ჩვენს კანდიდატს, ვფიქრობ, რომ პირველ ტურშივე წარმატებით უნდა დასრულდეს რუსთავში არჩევნები. მე ხმა მივეცი ახალ შესაძლებლობებს ჩვენს ქალაქში, დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატი და მისი გუნდი, ყველა დაწყებულ საქმეს სისრულეში მოიყვანს და განახორციელებს ბევრ საინტერესო პროექტს, რომელიც უფრო მეტად განავითარებს რუსთავს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.