ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს #11 საარჩევნო უბანი, კომისიის წევრის დაგვიანების გამო, დროულად ვერ გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს #11 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. მიზეზი კომისიის წევრის დაგვიანება გახდა.

მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება დაახლოებით 30 წუთის დაგვიანებით შეძლეს.
კომისიის თავმჯდომარის მზისა ბუცხრიკიძის თქმით, ერთ-ერთმა წევრმა საარჩევნო უბანზე მისვლა დაიგვიანა, რის გამოც უბანი დროულად ვერ გაიხსნა.

აღნიშნულ უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დამკვირვებელი თამარ ყარალაშვილი მიიჩნევს, რომ დარღვევები გამიზნულად ხდება და უბნის თავის დროზე გახსნისთვის არაფერი ჰქონდათ მზად.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები