პლატონ კალმახელიძე: 2 ოქტომბერს თელავის მოსახლეობა ჩვენს კანდიდატებთან ერთად იზეიმებს დამაჯერებელ გამარჯვებას

თელავში საარჩევნო გარემო მიმდინარეობს თავისუფალ, კონკურენტულ და დემოკრატიულ გარემოში – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პლატონ კალმახელიძემ განაცხადა.

„ თელავში საარჩევნო გარემო მიმდინარეობს თავისუფალ, კონკურენტულ და დემოკრატიულ გარემოში, აქედან გამომდინარე ჩვენ დარწმუნებულები ვართ , რომ 2 ოქტომბერს თელავის მოსახლეობა ჩვენს კანდიდატებთან ერთად იზეიმებს დამაჯერებელ გამარჯვებას.
რაც შეეხება პოლიტიკურ რყევებს და მცდელობებს პროვოკაციების სხვადასხვა დეზინფორმაციის გზით, ეს ყველაფერი აფერხებს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას , მაგრამ ჩვენი მოსახლეობა არის ძალიან ბრძენი, არის ძალიან გონიერი და არ აჰყვება აღნიშნულ პროვოკაციების მცდელობებს და ისეთივე ცივილურ გარემოში ჩაივლის 2 ოტომბრის არჩევნები, როგორიც იყო ჩვენი მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია”,- განაცხადა კალმახელიძემ.

პლატონ კალმახელიძე , მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სააკაშვილი მუდმივად აბუჩად იგდებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და არაფრად თვლის მათ ღირსებას.

“მიხეილ სააკაშვილზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად ბრძანა და დაადასტურა უკრაინის მხარემ , რომ მიხეილ სააკაშვიულს უკრაინა არ დაუტოვებია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ნაჩვევი ვართ ამ მოდილირებულ ქრონიკებს, სხვადასხვა მოდერილებულ კადრებს, მონტაჟებს , სიყალბეს, რასაც ჩვენი მოსახლეობა არც იჯერებს და არც დაიჯერებს. მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ არასერიოზული ადამიანია და შესაბამისად, აბუჩად იგებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და არაფრად თვლის მათ ღირსებას. მათ ღურსებას. „- განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები