ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კმ-ის მონაკვეთზე (კალა-უშგული) დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აღნიშნულ სააავტომობილო გზაზე ჩამოიშალა გზის მარცხენა ზედა ფერდი, რის გამოც დღის მეორე ნახევრიდან მოძრაობა ჩაკეტილი იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები