ვახტანგ ბერიძე: დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით, 2 ოქტომბერს, ღირსეულად გავიმარჯვებთ

ხულოს მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ვახტანგ ბერიძე მიმართვას ავრცელებს.

“ჩემო ძვირფასო ხულოელებო,
მიუხედავად არსებული სირთულეებისა და გამოწვევებისა, ბოლო წლებში, ჩვენმა გუნდმა ხულოში არაერთ მნიშვნელოვან და თვალსაჩინო პროექტის განხორციელებას ჩაუყარა საფუძველი.

მე დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით, 2 ოქტომბერს, ღირსეულად გავიმარჯვებთ და დაწყებულ საქმეებს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე!

მე მჯერა, თქვენი თანადგომით, ეს ჩვენი დიდი ისტორიის და კულტურის მქონე ულამაზესი მუნიციპალიტეტი, 4 წლის შემდეგ კიდევ უფრო მიმზიდველი, მოწესრიგებული და ყველასგან გამორჩეული ადგილი გახდება!

მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!“,- აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები