ქუთაისში დასრულდა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-10 საკონსულტაციო ფორუმი

ქუთაისში დასრულდა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-10 საკონსულტაციო ფორუმი.

3 დღის მანძილზე მსურველებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ ონლაინ რეჟიმში მოესმინათ არაერთი საინტერესო მოხსენება , გაცნობოდნენ სხვადასხვა კვლევების შედეგებს და ენახათ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მიერ მომზადებული პრეზენტაციები.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პრეზენტაცია საქართველოზე რამდენიმე თემით იყო წარმოდგენილი:

ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ ისტორიული თერმული ქალაქების ევროპულ მარშრუტზე ისაუბრა, რომელშიც საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ასევე აქტიურადაა წარმოდგენილი ჩვენი ქვეყანა “ღვინის გზის ” მარშრუტში, რაზეც

ემანუელა პანკემ წარმოადგინა პრეზენტაცია,

ვიქტორ სორენსენმა კი ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი გააცნო ფორუმის მონაწილეებს.

ფორუმის მუშაობას წარმართავდნენ

ჟიულიენ ვუილუმერი-ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების თავმჯდომარე, (კულტურის ფედერალური ოფისი, შვეიცარია; ) და

სტეფანო დომინიონი – გაფართოებული წილობრივი შეთანხმების კულტურული მარშრუტების (EPA) აღმასრულებელი მდივანი, ევროპის საბჭო.

ფორუმის მსვლელობისას მოეწყო ქუთაისის საგზაო რუკის პრეზენტაცია.

2022 წლის კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო ფორუმი ჩანიაში (კრეტა, საბერძნეთი.) გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები